Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბრინჯი ღორის ხორცით / brinji ghoris khorcit
2018-01-06, 4:18 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ს/კ მცენარეული ზეთი
3 ცალი ათქვეფილი კვერცხი
1⁄2. თავი დაჭრილი ხახვი
1 ცალი სტაფილო
225 გრ. ღორის ხორცის ფარში (შეგიძლიათ ქათმის ფილე გამოიყენოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცის ნაცვლად)
მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი
1 ს/კ გახეხილი კოჭა (ginger)
2 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ჭიქა გაყინული ბარდა
4 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
2 ს/კ სოიოს სოუსი
3 თავი მწვანე ხახვი
1 ჩ/კ სეზამის ზეთი

მომზადების წესი:
1) საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი. დაუმატეთ კვერცხი და რამდენიმე წამით წვით, ტაფაზევე დააქუცმაცეთ და გადმოღეთ ტაფიდან.

2) ამავე ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი 1 ს/კ ზეთი და მოთუშეთ ხახვი და დაჭრილი სტაფილო. ურიეთ დროდადრო ბოსტნეულის დარბილებამდე. დაუმატეთ ფარში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ფარში კარგად მოთუშეთ და მოურიეთ. დაუმატეთ კოჭა, ნიორი, ბარდა და თუშეთ დაახლოებით 1 წუთით.

3) შეურიეთ ბრინჯი, სოიოს სოუსი, მწვანე ხახვი და სეზამის ზეთი. კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: ბრინჯი, სტაფილო, ghoris khorci, ღორის ხორცი, barda, stafilo, brinji, kverckhi kvercxi, goris xorci, ginger jinjeri kocha ნანახია: 1096 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]