Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღორის ნეკნი - რეცეპტი ბორჯომის კულინარიისგან / ghoris nekni - recepti borjomis kulinariisgan
2018-04-11, 1:10 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
280 გრ. ღორის ნეკნი
4 გრ. ხმელი ქინძი
8 გრ. სუნელი უცხო
60 გრ. ყვითელი ყვავილი
2 გრ. დაღერღილი წიწაკა
2 გრ. რეჰანი
2 გრ. პიტნა
2 გრ. ქონდარი
1 კბილი ნიორი
1 ხახვი
150 გრ. ოსპი
20 გრ. თაფლი
50 გრ. საფერავი
20 გრ. კვაწარახი
150 გრ. კახური ზეთი

მომზადების წესი:
ღორის ხორცის ნეკნს ვჭრით მართკუთხედ ფორმაზე (ხორცი უნდა იყოს ნახევრად ცხიმიანი) ვათავსებთ ქვაბში. ცალკე სასოუსეში ვათავსებთ საფერავს, თაფლს, კვაწარხს, წამოვადუღოთ, რომ ერთმანეთში გაიხსნას.
ნეკნთან ერთად ვათავსებთ შუაზე გაჭრილ კანგაუცლელ ნიორს და ხახვს, დავასხათ მომზდებული სოუსი. შევდგათ ღუმელში 210-250 გრადუსზე და ვადუღებთ 2 საათის განმავლობაში.
მოვხარშოთ ოსპი, შევაზავოთ უცხო სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, რეჰანი და წიწაკა. მოვამზადოთ სოუსი - საფერავი, თაფილი, კვაწარახი ავადუღოთ და მივიყვანოთ სქელ მასამდე. გამომცხვარი ნეკნი ამოვიღოთ თეფშზე, გავშალოთ ოსპი (ჩაზელვის გარეშე) და მოვასხათ სოუსი.
გააფორმეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით. (ფოტოში გამოყენებული ინტერიერი ეკუთვნის რესტორან "სახლი მადოთვზე"-ს)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ghoris nekni, ghoris khorci, ღორის ხორცი, goris nekni, goris xorci, neknebi, kaxuri zeti, ნეკნები, tafli, ღორის ნეკნი ნანახია: 867 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]