Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

წვნიანი საქონლის ხორცითა და ვერმიშელით / tsvniani saqonlis khorcita da vermishelit
2018-04-15, 7:06 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
საქონლის ან ღორის რბილი ხორცი - 300 გ
კარტოფილი - 3 ცალი, მოზრდილი
სოიოს სოუსი - 1 ს/კ
სიმინდის სახამებელი - 2 ს/კ
სტაფილო - 2 ცალი
ტომატპასტა - 2 ს/კ
მარილი და წიწაკა
ხახვი - 1 თავი
გახეხილი ჯანჯაფილი - 1 ს/კ
ვერმიშელი - 200 გ

მომზადების წესი:
ხორცს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ბულიონი დავდგათ
ცეცხლზე, დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი, 15-20 წუთში დავუმატოთ სტაფილო, სოიის სოუსი, სახამებელი (წინასწარ გახსნილი
ცოტა ბულიონში), ტომატპასტა, წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი ჯანჯაფილი. ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. დაჭრილი ხორცი ჩავაბრუნოთ წვნიანში და დავუმატოთ ვერმიშელი. 5 წუთში კერძი მზადაა. შევკაზმოთ მარილით და წითელი წიწაკით. სურვილის შემთხვევაში ემატება ნებისმიერი მწვანილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ghoris khorci, ვერმიშელი, საქონლის ხორცი, წვნიანი, saqonlis khorci, ღორის ხორცი, wvniani, vermisheli, სტაფილო ნანახია: 1003 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]