Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საქონლის სტეიკი ხის სოკოთი და კიტრის მარინადით / saqonlis steiki khis sokoti da kitris marinadit
2017-08-12, 5:57 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 საქონლის სტეიკი
400 გრ. ხის სოკო
80 მლ. სოიოს სოუსი
100 მლ. ზეთი
50 გრ. ტარხუნა
50 გრ. ქლიავის ჩირი
1/2 ჩაის კოვზი შავი პილპილი
მარილი გემოვნებით
კიტრის მარინადი:
2 კიტრი
1 ლიმონი
500 მლ. ძმარი
3 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
2 სუფრის კოვზი მარილი

მომზადების წესი:
კიტრი კარგად გარეცხეთ და დაჭერით წვრილ რგოლებად. ქილაში ჩაასხით ძმარი, დაამატეთ 500 მლ. წყალი, დაღერღილი წიწაკა, ნიორი და მარილი. ჩაყარეთ კიტრი. გააჩერეთ ასე მთელი ღამე და მეორე დღეს მიირთვით.
ხის სოკო კარგად გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად, ტარხუნა კარგად გარეცხეთ და ღეროებს გამოაცალეთ ფოთლები. მოამზადეთ 2 ტაფა, ერთი სტეიკის შესაწვავად, მეორე - სოკოსთვის. სტეიკებს მოაყარეთ მარილი და პილპილი ორივე მხრიდნ და დააწყვეთ კარგად გახურებულ ზეთიან ტაფაზე შესაწვავად. გადმოიღეთ ტაფიდან როდესაც ორივე მხარე კარგად მოიბრაწება.
მეორე ზეთიან ტაფაზე სოკო დაყარეთ მოსაშუშად. საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ სოიოს სოუსი და ბოლოს ტარხუნის ფოთლები.
სტეიკიც და სოკოს გარნირიც ერთად მიიტანეთ სუფრასთან და მიირთვით კიტრის მარინადთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: saqonlis steiki, saqonlis khorci, ხის სოკო, საქონლის ხორცი, საქონლის სტეიკი, dzrokhis khorci, dzroxis xorci, კიტრი, saqonlis xorci, ძროხის ხორცი ნანახია: 1048 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]