მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კუპატის საუკეთესო რეცეპტი / kupatis sauketeso recepti
2017-09-14, 11:28 AM |
შემადგენლობა:
350 გრ. ღორის ხორცი
200 გრ. ღორის ქონი
150 გრ. ძროხის ხორცი
150 გრ. ხახვი
250 გრ. სულგუნი
1 მწიკვი ქინძის თესლი
1 მწიკვი ძირა
4 ნაწლავი
200 გრ. სიმინდის ფქვილი
400 გრ. კარტოფილი
20 გრ. მწვანე წიწაკა
მომზადების წესი:
იმისათვის, რომ არასასიამოვნო სუნი მოშორდეს, ნაწლავი გამდინარე წყალში უნდა გავრეცხოთ 4-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ შიგნიდან გარეთ ჩავატრიალოთ და კარგად დავზილოთ სიმინდის ფქვილით. შემდეგ ფქვილი დანის ბლაგვი მრხიდან ფრთხილად მოვაშოროთ და კიდევ რამდენიმე წუთით გამდინარე წყალში გავავლოთ. ამ პროცედურის შემდეგ ნაწლავს აღარ ექნება მძაფრი სუნი. ნაწლავს მოვუკრათ ერთი ბოლო, მასში ჩავტენოთ ფარში ისე, რომ არ დარჩეს ჰაერის ბუშტები და გავაკეთოთ 15 სმ სიგრძის კუპატები.
ქართულ სოსისს ძალიან მოუხდება ინგლისურ სტილზე გამომცხვარი ჰასელბაკის კარტოფილი, თუმცა ამ კერძის გაქართულებაც შესაძლებელია. დავჭრათ კარტოფილი სურათზე ნაჩვენები სტილით და შევდოთ ღუმელში 140 გრადუსზე 35 წუთით. ამის შემდეგ, შეგვიძლია, მას მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში ტველის გაოქროსფერებამდე (დაახლოებით 15 წუთი). გახურებულ ნაკვერჩხალში ან ქურაზე დავდოთ კეცი. თბილ კეცზე მოვათავსოთ ღორის ქონი, ოდნავ დავადნოთ ისე, რომ კეცი ძალიან არ გაცხელდეს, და დავალაგოთ კეცზე კუპატები. კეცზე მაშინვე უნდა დავასხათ თბილი წყალი, რომ გადახურებისგან ნაწლავები არ გასკდეს. 15-20 წუთის მანძილზე ვუმატოთ ცოტ-ცოტა წყალი და თან ვაბრუნოთ კუპატები, რომ ყველა მხრიდან თანაბრად მოითუშოს. შემდეგ დავაშროთ წყალი და კუპატები მოვბრაწოთ. მობრაწული კუპატი კეცზევე გავხეთქოთ და კარგად მოვურიოთ, რომ გამდნარი ყველი თანაბრად გადანაწილდეს კერძში. გამომცხვარი კარტოფილები კეცშივე ჩავალაგოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი წიწაკა.
ღორის ქონი (ცოტა დავიტოვოთ შესაწვავად), ღორის და ძროხის ხორცი დავკეპოთ უხეშად. ხორცთან ერთად დავკეპოთ სულგუნის ¾ და ხახვი. ქინძი და ძირა ჩვენით დავფქვათ, არ გამოვიყენოთ მრავალი თვის დაფქვილი, დაფასოებული სუნელი, რადგან ახალდაფქვილი სუნელის სუნს არაფერი შეედრება. ეს სუნელი ჩავურიოთ ხორცში და კარგად ავზილოთ.
კერძის სერვირება სასურველია კეცითვე მოხდეს. თიხის ჭურჭელი ბუნებრივად სასიამოვნო გარეგნობას სძენს კერძს და თან ცხლად ინახავს პროდუქტს. კუპატი ლუდთან მეგობრობს. რაც უფრო ტკბილია ლუდი, მით უკეთესი. გირჩევთ გაუფილტრავ ლუდს, რომელშიც ბევრი ალაო და ცოტა სვიაა.თ, ასევე, ბორჯომში გახსნილ ბადაგს, პროპორციით - ერთი ერთზე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |