Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ატრია კონ კარნე / atria kon karne
2017-09-14, 11:36 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
100 გრ. საქონლის ხორცი
300 გრ. ფქვილი
2 კვერცხი
5 გრ. ძმარი
300 გრ. კანგაცლილი პომიდვრის კონსერვი
15 გრ. ქინძის სუნელი
50 გრ. ნიორი
80 გრ. სიმინდის სახამებელი
50 გრ. თეთრი მშრალი ღვინო
15 გრ. შაქარი
20 გრ. სოიოს სოუსი
15 გრ. ქინძი

მომზადების წესი:
2 კვერცხი ავთქვიფოთ, ჩავამატოთ ფქვილში, მოვზილოთ, დავამატოთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი. მოვზილოთ ცომი. იმისთვის, რომ ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს, უნდა მოიზილოს მინიმუმ 15 წუთით, უნდა იყოს მაგარი,მაგრამ ოდნავ უფრო რბილი ვიდრე ხინკლის ცომი, შემდეგ უნდა გადაიხვეს გრინში და დაისვენოს მინიმუმ 30 წუთი. პომიდორს გავაცალოთ კანი, დავსრისოთ. ნიორიც დავსრისოთ და დავჭრათ წვრილად, ბულგარული გამოვშიგნოთ, დავჭრათ წვრილ კუბებად. კულინარიის ღმერთები რომ გავახაროთ, ქინძი დავფქვათ სანაყში, რათა მაქსიმალურად არომატული იყოს. პატარა ქვაბი დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ჩავყაროთ გასრესილი პომიდორი, ნიორი, ბულგარული და მოვაყაროთ დაფქვილი ქინძი. გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ ცხარე წიწაკაც. მოვთუშოთ სოუსი 40 წუთით და შიგადაშიგ ვამატოთ წყალი.
ხორცი დავჭრათ პატარა, თხელ ნაჭრებად, ღვინოში გავხსნათ სიმინდის სახამებელი და ამ მასაში ამოვავლოთ ხორცი. ღვინო მისცემს არომატს, სახამებელი კი ხორცს დაარბილებს. ამ ტექნიკას აზიურ კულინარიაში აქტიურად ხმარობენ და იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ძროხები სპორტსმენებივით დაკუნთულები არიან, მათ კუნთებს დარბილება ნამდვილად არ აწყენს. არ გეგონოთ, რომ სიმინდი და კარტოფილის სახამებელი ურთიერთშენაცვლებადია, კარტოფილის სახამებელი უფრო მწარეა ვიდრე სიმინდის და უსიამოვნო გემოს ტოვებს. შემდეგ, გავახუროთ ტაფა, ჩავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხორცი შეყავისფრებამდე, შემდეგ მოვხსნათ ცეცხლიდან და ცხიმი გადავწუროთ.
ატრიის ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 2 მმ სისქეზე, დავჭრათ რომბებად. როდესაც ტომატის სოუსი მზად იქნება, დავადგათ წყალი დიდი ქვაბით და ავადუღოთ. წყალს დავამატოთ 1.5 ჩაის კოვზი მარილი, ჩავყაროთ ატრია და მოვხარშოთ 7-8 წუთი. პარალელურად, ცხიმისგან გადაწურული ხორცი დავაბრუნოთ საშუალო ცეცხლზე და მოვასხათ იმდენი ტომატის სოუსი, რომ ხორცი კარგად შეინიღბოს სიწითლით. უნდა მივიღოთ სველი მასა, კარგად მოვურიოთ, და ცეცხლს დავუწიოთ. ამ დროისთვის ატრია უკვე მოიხარშებოდა, ამიტომ გადავწუროთ, გადაწურულ ქართულ პასტას გადავიტანთ თეფშზე და ზემოდან გადავასხამთ პომიდვრის სოუსში ამოვლებულ ხორცს.
ატრიას არ დაამატოთ ზეთი მოხარშვის შემდეგ, ამის გამო მოხარშული ცომი ხორცის სოუსს აღარ შეიწოვს, ამით კი გემო იზარალებს. შეგიძლიათ ატრია პირდაპირ ხორციანი სოუსის ჭურჭელში გადაიტანოთ, კარგად ამოზილოთ და ისე გადაიტანოთ თეფშზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: saqonlis khorci, კონ კარნე, con carne, dzrokhis khorci, კვერცხი, ატრია, atria, dzroxis xorci, kon karne, saqonlis xorci ნანახია: 961 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]