Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

წიწიბურას და საქონლის ხორცის უგემრიელესი და ნოყიერი წვნიანი / tsitsiburas da saqonlis khorcis ugemrielesi da nokieri tsvniani
2017-08-24, 3:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
საქონლის რბილი ხორცი - 600 გ
წიწიბურა - 1,5 ჭიქა
კარტოფილი - 1 ცალი
სტაფილო 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
ნიახურის ბოლქვი - 1/2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
ნიორი - 2-3 კბილი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
შავი პილპილის მარცვლები - 10 ცალი
მარილი და წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი პატარა ნჭრებად, დაასხით 2 ლიტრი წყალი და დადგით ცეცხლზე.
ადუღებისას მოხადეთ ქაფი. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები და მარილი.
ხარშეთ ხორცის დარბილებამდე. თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ წყალი.
წიწიბურა მოხალეთ მშრალ ტაფაზე, თან ურიეთ.
ბოსტნეული დაჭერით კუბიკებად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში.
მოხარშული ხორცი ამოიღეთ ბულიონიდან და კიდევ დაჭერით პატარა კუბიკებად.
ბულიონში ჩაყარეთ მოხალული წიწიბურა.
დაუმატეთ მოხრაკული ბოსტნეული, კარტოფილი და ხორცი.
ხარშეთ კარტოფილისა და წიწიბურის მოხარშვამდე.
შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ასე 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: saqonlis khorci, cicibura, noyieri wvniani, tsvniani, wvniani, stafilo, tsitsibura, wiwibura, saqonlis xorci, cvniani kerdzi ნანახია: 1241 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]