Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

იუვეცი (გიუვეცი) - ბალკანეთში გავრცელებული კერძი / iuveci (giuveci) - balkanetshi gavrcelebuli kerdzi
2018-03-18, 1:59 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1,5 კგ საქონლის ხორცი ( სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მოამზადოთ იგივე რაოდენობის ცხვრის ან თხის ხორცით, ფრინველის ბარკლებით და ა.შ.)
1 დიდი ზომის პრასი
2 ხახვი
1 სტაფილო
4-5 კბილი ნიორი
150 მლ ღვინო
600 გრ პომიდორი
3-4 დაფნის ფოთოლი
1 ჯოხი დარიჩინი
ნახევარი საშუალო ზომის ჯავზი (გახეხილი)
1 -2 ჩ.კ. შავი პილპილის კაკლები
50 გრ კარაქი
50 გრ ზეთი
1 კონა ოხრახუში
მარილი გემოვნებით
500 გრ კრითარაკი ან სხვა მცირე ზომის მაკარონი
1,2 ლ მდუღარე წყალი

მომზადების წესი:
ხორცი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ზეთი და მიღებულ ცხიმში სათითაოდ ყველა მხრიდან დავბრაწოთ ხორცის ნაჭრები;
დავჭრათ ხახვი ოთხკუთხედებად, პრასი მსხვილ რგოლებად, ნიორი და ოხრახუში წვრილად. გავხეხოთ სტაფილო სახეხზე;
მოვათავსოთ მოხრაკული ხორცის ნაჭრები ღრმა ქვაბში, ვშუშოთ წვენის ამოშრობამდე, დავასხათ ღვინო. როდესაც ღვინო აორთქლდება, ქვაბში დაბლენდერებული პომიდორი ჩავასხათ და სანელებლები დავამატოთ. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი და დავასხათ 450-500 მლ წყალი;
ხორციან ქვაბში პრასი, ხახვი და სტაფილო მოვათავსოთ;
ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მივიყვანოთ ხორცი მოხარშვამდე. საჭიროების შემთხვევაში წყალი კიდევ დავამატოთ;
მანამ, სანამ ქვაბს ცეცხლიდან გადმოვდგამდეთ, ხორციან მასაში ოხრახუში და ნიორი მოვათავსოთ. ბოსტნეულიანი ხორცი გემოვნებით მარილითა და წიწაკათი გავაგემრიელოთ;
გავახუროთ ღუმელი 180-200 გრადუსამდე, მოვათავსოთ შიგნით იუვეცის მოსამზადებლად გათვალისწინებული თიხის ან სხვა მასალის ჭურჭელი. გავაჩეროთ 10-15 წუთი და ცხელ ჭურჭელში ხორციანი მასა გადავიტანოთ. დავასხათ 1,2 მდუღარე წყალი, ჩავყაროთ კრითარაკი (წვრილი მაკარონი) და კოვზით გავანაწილოთ ჭურჭელში მაქსიმალურად თანაბრად;
15-20 წუთის მანძილზე ღუმელის კარები არ გამოაღოთ. ამ დროის გასვლის შემდეგ, ფრთხილად მოურიეთ იუვეცს და, თუ სურვილი გაქვთ, მოაყარეთ ყველი. მორევის შემდეგ იუვეცი კიდევ 3-5 წუთის მანძილზე გააჩერეთ ღუმელში. შემდეგ გამოიღეთ და 10 წუთი გააჩერეთ ხელშეუხებლად.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: saqonlis khorci, ღვინო, იუვეცი, ghvino, giuveci, stafilo, საქონლის ხორცი, სტაფილო, iuveci, გიუვეცი ნანახია: 860 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]