Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყაბაყი, საქონლის ფარში, თეთრი სოუსი / yabayi, saqonlis farshi, tetri sousi
2017-09-14, 4:50 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გრ. ყაბაყი
200 გრ. საქონლის ფარში
80 გრ. ხახვი
70 გრ. სტაფილო
2 კბილი ნიორი
20 გრ. ტომატპასტა
200 მლ. რძე
20 გრ. კარაქი
20 გრ. ფქვილი
100 გრ. ყველი სულგუნი
1 მწიკვი მუსკატის კაკალი
1 მწიკვი თეთრი პილპილი
1 მწიკვი ბაზილიკი

მომზადების წესი:
ყაბაყი გავრეცხოთ, დავჭრათ სიგრძეზე, თხელ ნაჭრებად, 3 მმ. ზომაზე. დიდ ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მარილი და წამოვადუღოთ, მდუღარე წყალში ჩავყაროთ დაჭრილი ყაბაყი და ვადუღოთ 2 წუთი, გადავწუროთ საწურზე, გავაგრილოთ.
საშუალო ზომის ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე, დავასხათ ზეთი, შემდეგ ფარში მოვშუშოთ, ხის კოვზით ვურიოთ, რათა არ დაიშალოს, როდესაც ფარში ფერს შეიცვლის და სითხეს გაუშვებს დავუმატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, 3 წუთის შემდეგ წვრილად გახეხილი სტაფილო და ტომატპასტა. თან ვურიოთ, გავსინჯოთ ფარში თუ მზადაა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ცხელ ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი და შევურიოთ ფქვილი, შემდეგ დავასხათ რძე და მორევა გავაგრძელოთ, მასა ნელ-ნელა შესქელდება. ბოლოს დავუმატებთ დაფქულ მუსკატის კაკალს და თეთრ პილპილს.
ფორმას წავუსვათ ცხიმი, დავაფინოთ ჯერ ყაბაყი, შემდეგ მომზადებული ფარში, შემდეგ თეთრი სოუსი და გახეხილი სულგუნი, ასე გაიმეორეთ ფორმის გავსებამდე, შედგით წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7- 10 წუთით
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ მდგომარეობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საქონლის ფარში, ყაბაყი, tomatpasta, კულინარიული რეცეპტი, სტაფილო, yabayi, stafilo, kabaki, ტომატპასტა, saqonlis farshi ნანახია: 1173 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]