Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყაბაყი ბრინჯით და პომიდვრით – მსუბუქი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი კერძი / kabaki brinjit da pomidvrit – msubuqi, nokieri martivi kerd
2018-07-07, 2:29 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 ყაბაყი.
4 პომიდორი.
200 გ. თინუსის კონსერვი.
1 კონა რეჰანი.
3 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები.
3 ს.კ. არაჟანი.
1 კვერცხი.
1 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი.
200 გ. ბრინჯი
60 გ. კარაქი.
პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ყაბაყი გაჭერით სიგრძეზე, ამოაცალეთ გული და დაჭერით კუბებად.გააცალეთ პომიდორს კანი და დაჭერით წვრილ კუბიკებად. დასრისეთ თინუსი და რეჰანი წვრილად დაჭერით. ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი პომიდვრის ნახევარი, რეჰანი, ყაბაყის გული, სიმინდი და თინუსი. დაუმატეთ კვერცხი არაჟანი, პილპილი და მარილი.
მიღებული ფარშით გატენეთ ყაბაყის ნაჭრები, მოაყარეთ გახეხილი ყველი. მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. ამასობაში, მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი. დაუმატეთ დარჩენილი პომიდორი და წამოადუღეთ. დაუმატეთ კარაქი.ყაბაყი და ბრინჯი მორთეთ მწვანილით და ერთად მიიტანეთ სუფრასთან.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ბრინჯი, brinji, ყაბაყი, pamidori, კულინარია kulinaria, pomidori, yabayi, პამიდორი, პომიდორი, kabaki ნანახია: 2090 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]