Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მწვანე ლობიო პომიდვრითა და ნიგვზით / mtsvane lobio pomidvrita da nigvzit
2017-09-10, 0:10 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
450 გრ. მწვანე ლობიო
150 გრ. ჩერი პომიდორი
4 კბილი ნიორი
2 თავი ხახვი
140 მლ. ზეთი
80 გრ. ნიგოზი
40 გრ. შაშკვლავი

მომზადების წესი:
მწვანე ლობიო კარგად გარეცხეთ, მოჭერით თავი და ბოლო. დატეხეთ ან დაჭერით 2-3 სმ.-ის სიგრძის ზომებად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ორჯერ მეტი წყალი და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ კარგად გარეცხილი პომიდვრები და 7 წუთის შემდეგ გამორთეთ ცეცხლი.
ცალკე ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დაუმატეთ გატარებული ნიგოზი და 5 წუთის შემდეგ გადმოდით ცეცხლიდან. მოშუშული ნიგვზიანი ხახვი დაუმატეთ ლობიოს და დადგით ისევ დაბალ ცეცლზე, კარგად გადაურიეთ.
შაშკვლავი კარგად გარეცხეთ და გააცალეთ ფოთლები. დაჭერით წვრილად და დაუმატეთ ლობიოს. მარილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიგოზი, mtsvane lobio, mcvane lobio, pamidori, პომიდორი, nigozi, მწვანე ლობიო, shashkvlavi, pomidori, mwvane lobio ნანახია: 1357 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]