Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

დამარინადებული პომიდვრის რეცეპტი რეჰანით / damarinadebuli pamidvris recepti rehanit
2019-08-26, 5:41 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1,5 კგ პომიდორი
8 ც შავი პილპილის მარცვალი
1 ჩ.კ. მდოგვის თესლი
2 ს.კ. მარილი
4 კბილი ნიორი
1 კონა რეჰანი
8 ც ბაჰარის მარცვალი
50 მლ 9%-იანი ძმარი
150 გრ შაქარი

მომზადების წესი:
1. დაასტერილეთ ქილები თქვენთვის სასურველი მეთოდით. თითოეულში მოათავსეთ 4 ცალი შავი პილპილის და ბაჰარის მარცვალი, 0,5 ჩ.კ. მდოგვის თესლი და 2 კბილი ნიორი.
2. გარეცხეთ პომიდორი და ქილებში ჩაალაგეთ. პომიდვრებს შორის არსებული სიცარიელე რეჰანის ღეროებით შეავსეთ.
3. ქილები წყლით გაავსეთ, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთით. წყალი გადაღვარეთ ქვაბში. ქვაბში ჩაყარეთ საჭირო რაოდენობის მარილი და შაქარი, მოურიეთ, დაადგით ცეცხლზე და მოადუღეთ. როგორც კი მოდუღდება, დაუმატეთ ძმარი.
4. მდუღარე მარინადი დაასხით პომიდორს და მაშინვე მოხუფეთ. ჩააბრუნეთ ქილები, შეფუთეთ თბილ ადეალაში სანამ გაცივდება.

თუ კონსერვების მომზადებისას ძმარს არ იყენებთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლიმონმჟავით: 1 ლიტრ მარინაზე 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა. დაუმატეთ იგი მარინადის მოდუღების შემდეგ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: რეჰანი, zamtristvis, პამიდორი, mcnili, მარინადი, ზამთარი, pamidori, mwnili, mtsnili, პომიდორი, zamtari, marinadi, rehani, მწნილი, pomidori, ზამთრისთვის ნანახია: 1307 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]