Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კეტჩუპი / ketchupi
2016-10-12, 10:28 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
7კგ კანგაცლილი პომიდორი
4კგ.წითელი ტკბილი წიწაკა(ბულგარული)
1კგ.გასუფთავებული ხახვი
1კგ გათლილი და გულგამოცლილი ვაშლი(მე მწვანე ვაშლი გამოვიყენე)
300გრ.ნიორი
50გრ.ძმარი
150გრ.შაქარი
8ჩ.კ.სახამებელი
მარილი და წითელი მწარე წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი:
გასუფთავებული და დაჭრილი პომიდორი, წიწაკა, ხახვი და ვაშლი დადგით მოსახარშად(მე საქმე გავიიოლე და ჯერ დავაბლენდერე და შემდეგ დავდგი მოსახარშად, რომ გასახეხად ადვილი ყოფილიყო). რომ ადუღდება დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ დაბალზე 3საათი.
გაციებული, ჯერ გახეხეთ მსხვილ სახეხში, შემდეგ კი წვრილში. ცალკე ჭურჭელში შეინახეთ იმდენი, რომ მასში გახსნათ სახამებელი, რომელსაც ბოლოს დაამატებთ.
დარჩენილი მასა ისევ შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ 1 საათი.
ბოლოს სწრაფი მორევით დაამატეთ გადანახული სახამებლიანი მასა.
ძმარი, შაქარი, მარილი და წიწაკა.

ორიგინალში 300გრამი შაქრის ფხვნილი ეწერა. ეს ჩვენთვის საკმაოდ ტკბილი გამოდგა. მე გირჩევდით შაქარი ან სულ არ დაამატოთ, ან დაამატეთ გემოვნებით.
პამიდორი უკეთესია საკმაოდ მწიფე და კარგი წითელი.
ჩემი არ იყო კარგი წითელი პომიდორი და ამიტომ არის ასეთ ფერზე.
კიდევ ერთი, რეცეპტში სახამებელი არ იყო, მე დავამატე სისქის მისაცემად.
რომ ვადუღე ბოლო 1 საათი და არ იყო საკმარისი სისქის, გავაციე და გაციებულ მასაში გავხსენი სახამებელი(სიმინდის სახამებელი მქონდა და ის გამოვიყენე) ისევ წამოვადუღე და შევინახე გასტერილებულ ხრახნიან ქილებში.
გავაკეთე ამ პორციის 2/7 ნაწილით ანუ 2კგ. პომიდორი, და ა.შ.
გამოვიდა ლიტრი და 200გრამი კეტჩუპი.

წყარო - maykuna.ge


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: pamidori, satsepela, ketchupi, satsebeli, პომიდორი, საწებელი, sawebeli, კეტჩუპი, საწეპელა, sawepela ნანახია: 1968 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]