Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყვავილოვანი კომბოსტო ბაჟეს საწებლით / kvavilovani kombosto bajhes satseblit
2018-01-23, 0:56 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
კვერცხი - 2 ცალი
ფქვილი - 2-3 ს/კ
საფანელი - 4-5 ს/კ
ნიორი - 1 კბილი
მარილი და წიწაკა
ზეთი შესაწვავად
ნიგვზის ბაჟე - 1 ჭიქა

მომზადების წესი:
ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ და მდუღარე მარილიან წყალში რამდენიმე წუთით მოვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ.
კვერცხი დანაყილ ნიორთან, მარილსა და წიწაკასთან ერთად ავთქვიფოთ. ქვაბში ან ღრმა ტაფაზე კარგად გავახუროთ ზეთი.
კომბოსტოს ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს – საფანელში და მდუღარე ზეთში შევწვათ.
შემწვარი კომბოსტო სუფრაზე ბაჟესთან ერთად მივიტანოთ.

რჩევა:
ვინც მარხულობს, შეუძლია კომბოსტოები კვერცხის გარეშე ამოავლოს საფანელში და ისე
შეწვას. ბაჟეს გარდა შესაძლებელია შემდეგი სოუსის მომზადება: 0,5, ჭიქა სამარხვო მაიონეზში ავურიოთ 3 კბილი დანაყილი ნიორი, მარილი, წიწაკა, 1 ჩ.კ. დაფქული ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, 1 ს.კ. დაჭრილი ახალი ქიძი და ოხრახუში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kvercxi, bajhe, safaneli, kvavilovani kombosto, baje, satsebeli, sawebeli, kverckhi, yvavilovani kombosto, ყვავილოვანი კომბოსტო ნანახია: 1190 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]