Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყვავილოვანი კომბოსტოთი დამზადებული მინი - პიცები / kvavilovani kombostoti damzadebuli mini - picebi
2017-08-13, 2:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მესამედი ჭიქა მარინარას სოუსი
ნახევარი ჭიქა წვრილად დაჭრილი მოცარელას ყველი
მეოთხედი ჭიქა მინი პეპერონი
ორი სუფრის კოვზი დაჭრილი ბაზილიკი

ყვავილოვანი კომბოსტოს გარნირისთვის საჭირო ინგრედიენტები:
ერთი თავი დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო
ერთი დიდი კვერცხი
მესამედი ჭიქა დაჭრილი მოცარელას ყველი
ორი სუფრის კოვზი ახლად დაჭრილი პარმესანი
ერთი ჩაის კოვზი გამომშრალი ბაზილიკი
მეორედი ჩაის კოვზი გამომშრალი ორეგანო
მეორედი ჩაის კოვზი ნიორი
მეოთხედი ჩაის კოვზი ხახვი
კოშერის მარილი და ახალი შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
შეათბეთ ღუმელი დაახლოებით 220 გრადუს ცელსიუსზე. ელექტროღუმელის თეფშს გადააფარეთ ფოლგა. გადადეთ გვერდზე.
ყვავილოვანი კომბოსტოს გარნირის გასაკეთებლად ჩადეთ ყვავილოვანი კომბოსტო ჩოფერში და გააჩერეთ სანამ წვრილად დაჭრილი ორი ან სამი ჭიქა არ გამოვა.
გადადეთ მიკროტალღური ღუმელისაგან დამცავ ჯამში. გადააფარეთ თავსახური და შედეთ მიკროტალღურ ღუმელში 4-5 წუთის მანძილზე, სანამ არ დარბილდება.
ჩაის ტილოს გამოყენებით შეგეძლებათ სრულიად გამოაშროთ ყვავილოვანი კომბოსტო.
გადადეთ ყვავილოვანი კომბოსტო დიდ ჯამში. დაუმატეთ კვერცხი, მოცარელა, პარმესანი, ბაზილიკი, ორეგანო, ნიორი და ხახვი. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
გამოიყენეთ ნაყინის გადასაღები ხელსაწყო და ყვავილოვანი კომბოსტოს ეს ნაერთი მრგვლად დაადეთ პიცის თითოეულ ნაჭერს და დადეთ მომზადებულ გამოსაცხობ სინზე. მოასხით სპეციალური სპრეი და ადროვეთ ცხობა 10-12 წუთის მანძილზე, ან სანამ სასურველ ფერს არ მიიღებს.
ყვავილოვან კომბოსტოს ზემოდან დაადეთ მარინარა, მოცარელა და მინი პეპერონი. შედეთ ღუმელში და გააჩერეთ სანამ ყველი არ დადნება, დაახლოებით 3-4 წუთის მანძილზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: პიცა, kvavilocani kombosto, pizza, მინი პიცები, ყვავილოვანი კომბოსტო, ყველი, parmezani, yvavilovani kombosto, oregano, picebi ნანახია: 1124 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]