Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პიცა პიდე - თურქული სამზარეულოს ეფექტური და გემრიელი კერძი / pica pide - turquli samzareulos efeqturi da gemrieli kerdzi
2018-04-18, 5:57 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა: (4 ცალზე)
ფქვილი - 400 გ
წყალი - 270 მლ
შაქარი - 1 ჩ.კ.
მარილი - 1 ჩ.კ.
საფუარი - 10 გ
მაგარი ყველი - გემოვნებით
პომიდორი - 2 ც.
წიწაკა - გემოვნებით
კვერცხი - 4 ც.

მომზადების წესი:
ცომისთვის გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი და მარილი. ცალკე ჭურჭელში ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. დაამატეთ მარილიანი ფქვილი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 8-10 საათით.

სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და დადეთ ცომი. გაყავით 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ოვალურად. გვერდები მოახვიეთ ჟგუტებად და შუა ნაწილში გაანაწილეთ გახეხილი ყველი და რგოლებად დაჭრილი პომიდორი.

გატეხეთ კვერცხი და მოათავსეთ ცენტრში. მოაყარეთ მარილი. პიცა დააწყეთ ღუმელის ფორმაზე და შებრაწეთ გახურებულ ღუმელში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: თურქული სამზარეულო, პიცები, turquli samzareulo, picis cxoba, picebi, პიცა, pizza, პიცის ცხობა, piceria, pica ნანახია: 833 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]