Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი ქათამი ყვავილოვანი კომბოსტოთი / shemtsvari qatami kvavilovani kombostoti
2018-02-03, 6:26 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათამი - 1 ცალი, მოზრდილი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 თავი
სტაფილო - 4 ცალი
ნედლი ქონდარი - რამდენიმე ღერი
ბაზილიკი (რეჰანი) - რამდენიმე ღერი
ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
კარაქი - 20 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ნიორი - 1 თავი

მომზადების წესი:
ქათამი გაასუფთავეთ კარგად. გულში ჩაუდეთ გარჩეული ნივრის 3 კბილი, კარაქი,ბაზილიკის 5-6 ფოთოლი.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცოტაოდენი კარაქი და მოათავსეთ მასზე ქათამი. წაუსვით ქათამს ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ფორმაში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და ჩაყარეთ ქონდრის ღერები.
აცხვეთ წინასწარ 210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
15 წუთში გამოაღეთ ღუმელი და მოასხით ქათამს თავისი გამოშვებული წვენი.
შემდეგ დაალაგეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე ყვავილედებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო, დაჭრილი სტაფილო და დარჩენილი ნივრის კბილები.
აცხვეთ კიდევ 1-1,5 საათი. პრეიოდულად ასხით თავისივი წვენი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: შემწვარი ქათამი, stafilo, ყვავილოვანი კომბოსტო, shemwvari qatami, კულინარია რეცეპტი, kulinaria recepti, კარაქი, karaqi, yvavilovani kombosto, სტაფილო ნანახია: 898 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]