მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
გრილზე შემწვარი ქათმის მკერდი ლაიმით და შავი წიწაკით / grilze shemtsvari qatmis mkerdi laimit da shavi tsitsakit
2015-04-11, 2:03 AM |
შემადგენლობა:
1/2 ჭიქა ლაიმის წვენი (4 ლაიმა)
3 ს.კ. შაქარი
2 ს.კ. ახლად დაფქული შავი წიწაკა
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. მარილი
4 უძვლო და კანგაცლილი, ქათმის მკერდი
მომზადების წესი:
ჯამში ან პოლიეთილენის პაკეტში შევურიოთ ლაიმის წვენი, შაქარი, შავი წიწაკა, ზეთი, მარილი და 1/4 ჭიქა წყალი. ვურიოთ კარგად ისე რომ შაქარი და მარილი გაიხსნას.
მყარ ზედაპირზე ქათმის მკერდი დავბეგვოთ სამზარეულო ჩაქუჩით, 0.5-1 სმ-მდე. ქათმის ფილე გადავიტანოთ ჯამში და მოვასხათ მომზადებული მარინადი. ამგვარად მოვიქცეთ დანარჩენი ფილეების შემთხვევაშიც. დავაფაროთ თავსაფარი და მაცივარში გავაჩეროთ 30 წთ-ი.
დავანთოთ გრილი, გავაცხელოთ საშვალო სიმხურვალემდე. ამოვიღოთ ქათმის ფილე მარინადიდან და დავალაგოთ გრილზე, ვამზადოთ 4 წთ-ი თითოეულ მხარეს. მივირთვათ ცხელი ან ოთახის ტემპერატურაზე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |