Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ხორცის მომზადების რევოლუციური მეთოდი / qatmis khorcis momzadebis revoluciuri metodi
2018-02-03, 7:00 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ნივრის ფხვნილი - 0,5 ჩ/კ
ზღვის მარილი - 1 ჩ/კ
კარაქი - 2 ს/კ
მარილი - 4 ს/კ
წყალი - 1 ლ
ქათმის ფილე - 1 კგ
პაპრიკა - 0,25 ჩ/კ

მომზადების წესი:
1. თავდაპირველად საჭიროა დავამარინადოთ ქათმის ფილე მარილხსნარში. ამისათვის 4 ს/კ ჩვეულებრივი მარილი გახსენით 1 ლ ოთახის ტემპერტურის წყალში. ჩადეთ ხსნარში ფილე 15-30 წუთი. თუ საკმარისი დრო გაქვთ, დატოვეთ ფილე ხსნარში 4-8 საათით, ოღონდ მაცივარში.
2. შემდეგ გამშრალეთ ფილე და მოათავსეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე.
3. წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ ზღვის მარილი და პაპრიკა.
4. აცხვეთ ქათამი 90 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-45 წუთი.
5. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გააჩერეთ 45 წუთი.
6. იმისათვის, რომ კარგად დაიბრაწოს ქათამი ზემოდან, კიდევ 5-10 წუთი გააჩერეთ ღუმელში 260 გრადუსზე.

ქათმის ფილე ბლიუმენტალის მიხედვით

ჰესტონ ბლიუმენტალი – საოცრად ნიჭიერი თვითნასწავლი მზარეულია, რომელსაც ძალიან უყვარს სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება პროდუქტებზე.
სწორედ ამ ალქიმიკოსმა კულინარმა გამოიგონა ქათმის მომზადების რეცოლუციური მეთოდი, რომლის მიხედვითაც ის საოცრად წვნიანი გამოდის.
საქმე ისაა, რომ თუკი ქათმის ხორცს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მოამზადებთ, ის იკუმშება და ფაქტობრივად მთელი წვენი გამოიდევნდება.
თუ ღუმელში ტემპერატურა ზომიერია, ქათამი შესანიშნავად გაჯერდება თავისივე წვენით და შესაბამისად წვნიანი და რბილი გამოვა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Paprika, qatami, ქათმის ფილე, ქათამი, კულინარია kulinaria, qatmis file, marinadi, saneleblebi, სანელებლები, მარინადი ნანახია: 1353 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]