Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი - კაპრეზე / qatami - kapreze
2017-08-23, 8:07 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
ქათმის ფილე - 450 გ
მარილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
ძმარი ბალზამიკო - 1/4 ჭიქა
ნიორი - 2 კბილი
ჩერი პომიდორი - 450 გ
ხმელი ბაზილიკი - 2 ს/კ
მოცარელა - 4 ნაჭერი

მომზადების წესი:
ღრმა ტაფაში მაღალ ცეცხლზე გაახურეთ ზეთი.
ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი.
შეწვით ორივე მხრიდან კარგად. გადაიტანეთ თეფშზე.
იმავე ტაფაში, რომელშიც ქათამი შეწვით ჩაასხით ბალზამიკოს ძმარი, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და თუშეთ 1 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ ტაფაში პომიდორი, მარილი და პილპილი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ ბაზილიკი. ჩააბრუნეთ ქათმის ფილე უკან ტაფაში, დაუმატეთ მოცარელა, დააფარეთ თავსახური და თუშეთ, სანამ მოცარელა არ ჩადნება.
მიიტანეთ სუფრასთან და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: pamidori, qatami, ქათამი, qatmis xorci, qatmis file, მოცარელა, pomidori cheri, პამიდორი ჩერი, ქათმის ფილე, balzamiko ნანახია: 936 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]