Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

განსხვავებული და უგემრიელესი ქათმის ღვეზელი / ganskhvavebuli da ugemrielesi qatmis ghvezeli
2017-03-08, 1:37 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათმის ფილე 2 მოზრდილი ნაჭერი
ყაბაყი (ან ცუკინი) 2 ცალი
ხაჭო 300 გ
გახეხილი ყველი 100 გ
კვერცხი 2 ცალი
ნაღები 100 მლ
ხახვი 1 თავი
ნიორი 2-3 კბილი
ფქვილი 2 ს/კ
ხმელი ქონდარი
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
ქათმის ფილე მოხარშეთ და წვრილად დაჭერით.
ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად, ნიორი - წვრილად. 1 ცალი ყაბაყი დაჭერით წვრილ ნაჭრებად.
გაახურეთ ტაფაზე 2 ს/კ ზეითუნის ზეთ, მოხრაკეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ ცუკინი და ხრაკეთ ერთად 10 წუთის განმავლობაში.
კვერცხი ათქვიფეთ მარილთან ერთად ხელის ზამბარით. დაუმატეთ ხაჭო, ნაღები, ფქვილი და ½ გახეხეილი ყველი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
დაუმატეთ მოხრაკული ბოსტნეული და დაჭრილი ქათამი. მოაყარეთ მარილი და პილპილი და აურიეთ.
დასაშლელ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. გადაიტანეთ მასში ქათმის მასა, მოაყარეთ ხმელი ქონდარი და კიდევ ცოტა პილპილი. ზემოდან დაალაგეთ ცუკინის მრგვალი ნაჭრები (მეორე ცუკინის მრგვალ ნაჭრებად ვჭრით). მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი და მოათვსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. შემდეგ მოუმატეთ სიმხურვალეს 220 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 10 წუთი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: qatami, ქათამი, ghvezeli, ცომეული, comeuli, khorci, ღვეზელი, iulia vosotskaia, ხორცი, იულია ვისოცკაია ნანახია: 1379 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]