Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

არომატული ფარშირებული პური / aromatuli farshirebuli puri
2013-09-23, 1:58 AM
www.auf.ge -


ამ რეცეპტისთვის ნებისმიერი, დაუჭრელი პური გამოდგება, სასურველია 1-2 დღის წინანდელი. პური ისე ჩავჭრათ კუბიკებად, რომ ძირი მთლიანი დარჩეს.
ყველი შევარჩიოთ რბილი, ნაკლებად მარილიანი, ადვილად რომ დნებოდეს.

შემადგენლობა:
პური - 1 მთლიანი
ყველი - 300 გრ
კარაქი - 50-60 გრ
ნივრის კბილი - 1-2
მწვანე ხახვი - 2-3 ღერი
მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ამ რეცეპტისთვის ნებისმიერი, დაუჭრელი პური გამოდგება, სასურველია 1-2 დღის წინანდელი. პური ისე ჩავჭრათ კუბიკებად, რომ ძირი მთლიანი დარჩეს.
ყველი შევარჩიოთ რბილი, ნაკლებად მარილიანი, ადვილად რომ დნებოდეს.

ყველი გაცხეხოთ ან დავჭრათ. ნიორი წვრილად დავჭყლიტოთ და შევურიოთ კარაქს. კარაქის ნაცვლად ზეითუნის ზეთიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნივრიანი კარაქი ან ზეთი პურს წავუსვათ გარედანაც და ჩაჭრილ ადგილებშიც. შემდეგ ჭრილებში ჩავალაგოთ ყველი. მოვაყაროთ მწვანე ხახვი, ცოტა პილპილი და თუ ყველი მთლად უმარილოა, მარილიც გემოვნებით.

პური შევახვიოთ ფოლგაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ. როცა ყველი ჩადნება, ფოლგა გადავხადოთ რომ ზემოდან მოიბრაწოს.

უგემრიელესია როგორც დამოუკიდებლად, ისე წვნიანებთან მისატანებლად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: aromatuli, პური, პურ- ფუნთუშეული, ცომეული, pur-funtusheuli, comeuli, puri, ყველი, farshirebuli, კარაქი ნანახია: 1949 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]