Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ტეფტელები ლობიოთი - გემრიელი და მარტივი რეცეპტი / samarkhvo teftelebi lobioti - gemrieli da martivi recepti
2018-03-07, 3:36 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ჭიქა ლობიო
1 ჭიქა ბრინჯი
2 ცალი სტაფილო
2 ცალი ხახვი
1 ცალი ბულგარული წიწაკა
1 კგ. პომიდორი
1-2 ცალი დაფნის ფოთოლი
3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ლობიო წყალში მთელი ღამით ჩაალბეთ. მეორე დღისით კი ის და ბრინჯი დარბილებამდე მოხარშეთ. ეს ორი ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ დაუმატოთ კურკუმა, დაბლენდერებული ნიგოზი, მწვანილი.
2. პომიდვრები გაფცქვენით და ისინიც დააბლენდერეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული პომიდორი საკუთარ წვენში. ბულგარული წიწაკა და სტაფილო გახეხეთ, ხახვი საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით და სამივე მათგანი ზეთში შეწვით.
3. მიღებული მასის ნახევარი ლობიოსა და ბრინჯის მასაში გადაიტანეთ. დარჩენილ ნაწილს კი პომიდვრები დაუმატეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და თუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
4 . ლობიოს მასას ტეფტელების ფორმა მიეცით. დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, დაასხით მიღებული პომიდვრის სოუსი და დაფნის ფოთოლი დააფარეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პურის გამოცხობა სახლში, პურის ცხობა, martivi recepti, კულინარია მზარეული რეცეპტები, puris ckhoba, puris cxoba, მარტივი რეცეპტი, puris gamocxoba saxlshi, puri, პური ნანახია: 965 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]