Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კენკრის პუდინგი / kenkris pudingi
2014-04-21, 6:13 PM
www.auf.ge -

სამი ინგრედიენტების მიუხედავათ დესერტი ძალიან გემრიელია.

მრავალფეროვნებისთვის პუდინგი შეგიძლიათ მიირთვათ ვანილის ნაყინთან ერთად ან მომზადების პროცესში კენკრას ცოტაოდენი ალკოჰოლი დაუმატოთ.

შემადგენლობა:
პურის ნაჭრები (ფორმის ზომიდან გამომდინარე)
500-600 გრ. კენკრა(შეიძლება გაყინულიც)
150 გრ. შაქარი

მომზადების წესი:
მოაჭერით პურის ნაჭრებს ქერქები და ამოფინეთ ნაჭრებით ფორმის ძირი და კედლები. შეეცადეთ პური მაქსიმალურად მჭირდროთ დაალაგოთ.

თუ იყენებთ გაყინულ კენკრას-წინასწარ გაალღვეთ. მოაყარეთ გარეცხილ კენკრას შაქარი და გააჩერეთ 1 საათი წვენის გამოსაშვებათ. გადაიტანეთ კენკრა წვენთან ერთად ქვაბში და საშუალო ცეცხლზე დუღილამდე მიიყვანეთ. პური გაჟღინთეთ კენკრის წვენით, შუაში მოათავსეთ კენკრა, ხოლო ზემოდან დარჩენილი პურის ნაჭრები დააფინეთ, დაადეთ სიმძიმე და ერთი ღამით მაცივარში შეინახეთ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receptebi, receftebi, retseptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinari ნანახია: 1519 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]