Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გუაკამოლი / guakamoli
2014-04-25, 1:11 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 მწიფე ავოკადო (კანი შავი შეფერილობის უნდა იყოს)
1 მწვანე ან ყვითელი ლიმონი
1 პატარა თავი ხახვი
1 ჩაის კოვზი პაპრიკა (დაფქული ტკბილი წიწაკა)
1/4 ჩაის კოვზი მწარე წიწაკა (ან უფრო მეტი გემოვნებისამებრ)
წითელი ბულგარული წიწაკის 1/4
12-მდე ქლიავივით პამიდორი
1 კონა ქინძი
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
თუკი ინგრედიენტები უკვე მოვიმარაგეთ, შეგვიძლია შევუდგეთ გუაკამოლის მომზადებას!

გამოწურეთ ლიმონის წვენი. გაჭერით ავოკადოები შუაზე, ამოაცალეთ კურკები, დასერეთ რბილობი დანით შიგნიდან და ამოიღეთ კოვზით.

მალევე მოასხით ლიმონის წვენი (რაც ხელს შეუშლის რბილობის ოქსიდაციას და გაშავებას), მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭრილი მწიფე პამიდორი, ქინძი, პაპრიკა, მწარე წიწაკა და მარილი.

კარგად აურიეთ კოვზით ისე, რომ ავოკადოს ნაჭრებიც ნაწილობრივ დაისრისოს (ნაწილი უნდა დარჩეს ნაჭრებად).

გადაანაწილეთ გუაკამოლი ბოკლებში. სურვილისამებრ მორთეთ ქინძით, პაპრიკით და გემრიელად მიირთვით. ტრადიციულად მიირთმევა სიმინდის ჩიფსებთან, ტორტილიასთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receptebi, receftebi, retseptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinari ნანახია: 1243 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]