Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გერმანული ფორთოხლის პური / germanuli fortokhlis puri
2014-04-25, 1:34 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 400 გრ
შაქარი - 50 გრ + 6 ს.კ.
ვანილი
საფუარი - 1 პაკეტი
დარბილებული კარაქი - 60 გრ+80 გრ
რძე - 80 მლ
წყალი - 50 მლ
მარილი - 1/2 ჩ.კ.
კვერცხი - 2
ფორთოხალი - 2
ქიშმიში - 150 გრ
დარიჩინი - 1 ჩ.კ.

მინანქრისთვის:
შაქრის პუდრი - 150 გრ
წყალი ან ფორთოხლის წვენი - 2 ს.კ.

მომზადების წესი:
ფქვილი, 50 გ შაქარი, ვანილი, საფუარი და მარილი ავურიოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი..

გავადნოთ 60 გ კარაქი, დავამატოთ რძე და წყალი. შევურიოთ ეს ორი მასა ერთმანეთს და მოვზილოთ ცომი.
დავდგათ თბილ ადგილას ერთი საათით. ფორთოხლები ცხელი წყლით გავრეცხოთ, ავახეხოთ ცედრა. დავამატოთ გარეცხილი ქიშმიშიც.

აფუებული ცომი გადმოვიღოთ ფქვილიან მაგიდაზე და გავაბრტყელოთ 50*50 სმ-ზე. წავუსვათ დარბილებული კარაქი.

ბასრი დანით დავჭრათ ცომი 6 თანაბარ ნაწილად.

შაქარს შევურიოთ დარიჩინი და მოვაყაროთ ცომის ლენტებს ზემოდან, ცედრასა და ქიშმიშთან ერთად.

ცომის ნაჭრები ერთმანეთს დავადოთ და კვადრატებად დავჭრათ, შემდეგ ეს კვადრატები ვერტიკალურად ჩავალაგოთ კექსის ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდს.

დავტოვოთ 15 წუთი ხელახლა ამოსაფუებლად

გავახუროთ ღუმელი 175 გრადუსზე და შევდგათ გამოსაცხობად 30 წუთით.
გამომცხვარი პური გავაგრილოთ ათი წუთი ფორმაშივე, შემდეგ ამოვიღოთ.

მოვამზადოთ მინანქარი: შაქრის პუდრი და წყალი ავთქვიფოთ და მოვასხათ პურს. გავაციოთ ბოლომდე და შემდეგ მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receftebi, receptebi, retseptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, kulinari, კულინარია მზარეული რეცეპტები ნანახია: 1349 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]