Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოსტნეულის პაეია / bostneulis paeia
2014-04-21, 5:47 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
250 გ ახალი სტაფილო
1 ცალი თალგამი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. კამის თესლი
250 გ ბრინჯი
1/4 ჩ.კ. დაფქული ზაფრანა
1 ს.კ. პაპრიკა
400 მლ ცხელი ბოსტნეულის ბულიონი
1 ქილა დაკონსერვებული თეთრი ლობიო
1 ცალი ლიმონი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხახვი გავფცქვნათ. თითოეული თავი 6-ად გავჭრათ. ნიორი წვრილად დავკეპოთ. სტაფილო გავთალოთ და სიგრძეზე გავჭრათ, შემდეგ 1 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ. თალგამი გავთალოთ და დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული და 6 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. დავაყაროთ კამის თესლი და 1 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ბრინჯი, პაპრიკა, მარილი, პილპილი და ზაფრანა, დავასხათ ბულიონი და 20-25 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე დავდგათ. ფრთხილად ამოვურიოით, რომ ძირს არ შევეხოთ, რათა თანაბრად დაიბრაწოს ქერქი. ლობიო გადავწუროთ და დაჭრილ ლიმონთან ერთად დავუმატოთ კერძს, რომ შეცხელდეს.

გემრიელად მიირთვით!!!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receptebi, receftebi, retseptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinari ნანახია: 1392 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]