Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბლინების ტორტი ჟოლოთი / blinebis torti jholoti
2014-04-21, 6:18 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბლინებისთვის:
300 გრ. გაცრილი ფქვილი
500 მლ. რძე
3 კვერცხი
ჩაის კოვზის ¼ მარილი
ცხიმი შესაწვავად

შოკოლადის სოუსისთვის:
200 გრ. ნაღები(10%)
150 გრ. შავი შოკოლადი

ჟოლოს კრემისთვის:
150.გრ. ნაღები(30% და მეტი)
½ ჭიქა ჟოლო
1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა

ჟოლოს სოუსისთვის:
1 ჭიქა ჟოლო(შეიძლება გაყინულიც)
1 სუფრის კოვი შაქრის პუდრა
ჟოლო და ფსტა მოსართავად

მომზადების წესი:
1. გავაკეთოთ ბლინები. გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ ჯამში და დავუმატოთ მარილი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ რძე და კვერცხი, ნელნელა ჩავასხათ მიღებული მასა ფქვილში. ავურიოთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30-60 წუთი. 12-14სმ დიამეტრის მქონე ტაფა გავახუროთ და გამოვახოთ 20 ბლინი.

2. ჟოლოს კრემისთვის ავთქვიფოთ კარგად გაცივებული ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად. დავუმატოთ კენკრა და კიდევ კარგად ავთქვიფოთ. შევინახოთ კრემი მაცივარში.

3. შოკოლადის სოუსისთვის დავამტვრიოთ შოკოლადი და გავალღვოთ. გავაცხელოთ ნაღები და ჩავასხათ მცირე პორციებით შოკოლადში, იქამდე სანამ არ მივიღებთ საჭირო კონსისტენციის სოუს.

4. ჟოლოს სოუსისთვის კენკრა ბლენდერის საშუალებით პიურედ ვაქციოთ, დავუმატოთ პუდრა. გაყინული კენკრის შემთხვევაში, წინასწარ გადავავლოთ მას მდუღარე წყალი. გავცრათ პიურე.

5. ავაწყოთ ტორტი. წავუსვათ ბლინს შოკოლადის სოუსი, შემდეგ ჟოლოს კრემი და დავადოთ შემდეგი ბლინი. ყოველ მეოთხე ბლინს მოვაყაროთ დაჭრილი ფსტა. ტორტის ზედა ნაწილი მოვრთოთ ჟოლოთი, მოვასხათ ჟოლოს სოუსი და დავაყაროთ ფსტა.

გემრიელად მიირთვით!!!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receftebi, receptebi, retseptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinari ნანახია: 1581 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]