Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი „მოჰიტო“ / namckhvari „mohito“
2014-04-21, 6:54 PM
www.auf.ge -

ნამცხვარი შექმინილია ცნობილი კოქტეილის მოტივებზე.

 


შემადგენლობა:
ინგრედიენტები ცომისთვის
200გრ ფქვილი
ჩაის კოვზის 1/4 მარილი
100გრ კარაქი
50გრ შაქარი
1 კვერცხი

მომზადების წესი:
ფქვილი, მარილი, შაქარი და ცივი კარაქი დაჭერით დანით. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და სწრაფად მოზილეთ. გააკეთეთ ცომისგან გუნდა, შეახვიეთ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში შეინახეთ. გაციებული ცომი გააპრტყელეთ და გადაიტანეთ 22სმ ფორმაში, რამოდენიმე ადგილას ჩანგალი ჩაარჭეთ, დააფინეთ ზემოდან პერგამენტი და ბარდა/ლობიო დააყარეთ(ცომი ცხობისას რომ არ ამოიბურცოს). გამოაცხვეთ 200გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

 

 

 

სანამ ნამცხვრის ძირი ცვხვება, მოამზადეთ შიგთავსი.

 

 

 

 

 

 

 

 

125გრ შაქარს დაუმატეთ რამოდენიმე ფოთოლი პიტნა და 10 წუთი გააჩერეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

დაუმატეთ ერთი ლაიმის ცედრა და ნაზად დაჭყლიტეთ, რათა ცედრის და პიტნის არომატი გაძლიერდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

გაჭერით 3 ლაიმი შუაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

გამოწურეთ წვენი და 2 სუფრის კოვზ რომთან ერთად შაქარს დაუმატეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

დაუმატეთ 2 კვერცხი და კარგად აურიეთ. გააჩერეთ ცოტა ხანი და გაცერით. ამასობაში ძირიც მზად იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

კვერცხის მასას დაუმატეთ 200მლ ცხიმიანი ნაღები(არა ნაკლებ 22%).

 

 

 

 

 

 

 

 

ნამცხვრის ძირს სწრაფად მოაცილეთ პერგამენტი და დაასხით კვერცხის და ნაღების შიგთავსი, ტემპერატურა 160 გრადუსზე დააყენეთ. გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

მზა ნამცვხარი გააგრილეთ. მოამზადეთ პიტნის შაქარი-2სუფრის კოვზი შაქარი დანაყეთ პიტნის რამოდენიმე ფოთოლთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

მოაყარეთ ნამცხვარს არომატული შაქარი და გემრიელად მიირთვით!!!

 

 



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinari, კულინარია მზარეული რეცეპტები, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, retseptebi, receftebi, receptebi, kulinaria, mzareuli, gurmani ნანახია: 3502 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]