Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის რულეტი ალუბლით / shokoladis ruleti alublit
2014-04-21, 6:00 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 კვერცხი
50გრ ფქვილი
75გრ კაკაოს ფხვნილი
125გრ შაქარი
30გრ კარაქი-გამდნარი და გაგრილებული
კონსერვირებული ან გაყინული უკურკო ალუბალი, ალუბლის კონფიტური
სიროფი(ტოლი რაოდენობით შაქარი და წყალი) ბისკვიტის დასანამად
ცხიმიანი ნაღები(33% და მეტი) და მასკარპონე(თაბარი რაოდენობით)
გახეხილი შოკოლადი და კაკაოს ფხვნილი მოსართავად



მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, იქამდე სანამ მასა არ გათეთრდება და ზომაში არ მოიმატებს. ეს პროცესი დაახლოებით 10 წუთს წაგართმევთ. გაცრილი ფქვილი და კაკაო დაუმატეთ კვერცხის მასას და კოვზით ზემოდან ქვემოთ ამოურიეთ. დაუმატეთ გამდნარი და გაგრილებული კარაქი და ისევ კოვზით აურიეთ.

გადაიტანეთ ცომი ბისკვიტის საცხობ ფორმაში ან საცხობ ლანგარზე(ქაღალდი დააფინეთ) და დანით გადაათანაბრეთ. გამოაცხვეთ ბისკვიტი წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. ცხელი ბისკვიტი გადაიტანეთ ლანგარიდან და პირსახოსი დახმარებით მიეცით რულეტის ფორმა. გააგრილეთ-30/40 წუთის განმავლობაში.

გაგრილებული ბისკვიტი დანამეთ სიროფით. ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ მასკარპონე-ისე რომ კრემი თხელი არ გამოვიდეს. თუ იყენებთ კონსერვირებულ ალუბალს-შეაშრეთ თუ გაყინულს - გაალღვეთ.

სიროფით გაჟღენთილ ბისკვიტს წაუსვით ნაღების კრემი, ზემოდან დაალაგეთ ალუბლები ან წაუსვით კონფიტური და ისევ მიეცით რულეტის ფორმა. გააფორმეთ კაკაოს ფხვნილით ან შოკოლადის ნაფშხვენებით.



გემრიელად მიირთვით!!!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receptebi, receftebi, retseptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinari ნანახია: 1484 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]