Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უჩვეულო დესერტი - შემწვარი ნაყინი / uchveulo deserti - shemtsvari nayini, nakini
2014-04-25, 1:21 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ვანილის ნაყინი - 500 გრ
სიმინდის ბურბუშელა (corn flakes) - 2 ჭიქა
კვერცხი - 1
რძე - 1 ს.კ.
ქოქოსის ფანტელი - 1/2 ჭ
შაქარი - 1 ჩ.კ.
დარიჩინი - მწიკვი

მომზადების წესი:
დაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ზედ დაალაგეთ ნაყინის ბურთები, გაყინეთ 2 საათი ან იმდენი ხანი, სანამ ნაყინი ძალიან არ გამაგრდება.

თასში ჩაყარეთ დაფხვნილი სიმინდის ბურბუშელა, ქოქოსის ფანტელი და დარიჩინი. ამ ნარევში ამოავლეთ ნაყინის ბურთები და შეაბრუნეთ კვლავ საყინულეში მინიმუმ 30 წუთი.

ათქვიფეთ კვერცხი, რძე და შაქარი. ნაყინის ბურთულები ამოავლეთ ჯერ ამ ნარევში, შემდეგ ისევ ბურბუშელაში და კვლავ საყინულეში შეაბრუნეთ რომ ბოლომდე გამაგრდეს.

საბოლოოდ, სქელძირიან ქვაბში ბლომად ზეთი ჩაასხით (ან ფრიტიური გამოიყენეთ) . მდუღარე ზეთში ფრთხილად ჩაუშვით ნაყინის ბურთები და 30 წამი შეწვით, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.

მიირთვით მაშინვე.

ბურთების მომზადება-გაყინვა ხანგრძლივი პროცესია და შეგიძლიათ წინასწარ ბევრი მოამზადოთ, მირთმევის წინ კი იმდენი შეწვათ, რამდენიც გჭირდებათ


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receptebi, receftebi, retseptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinari ნანახია: 1590 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]