Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფენოვანი მილები კრემით / fenovani milebi kremit
2014-04-25, 1:41 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მზა ფენოვანი ცომი - 1 პაკეტი
ნაღები 32% -36% - 220 მლ
კრემ-ყველი - 110 გრ
შაქარი - 3 ს.კ.
ლიმონის წვენი - 2 ს.კ.

მომზადების წესი:
ნამცხვრისთვის დაგჭირდებათ მზა ფენოვანი ცომი. ცომი გავალღვოთ და გავშალოთ. მსუბუქად გავაბრტყელოთ. დავჭრათ ლენტებად. ლენტები შემოვახვიოთ მილის ან კონუსის ფორმებს და დავალაგოთ საცხობ ფურცელზე. გამოვაცხოთ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. გავაციოთ.

ამასობაში მოვამზადოთ კრემი. შეგიძლიათ, ნამცხვრისთვის ნებისმიერი სასურველი კრემი გამოიყენოთ, იქნება ეს მოხარშული, შესქელებული რძითა და კარაქით თუ ნაღებით. ამჯერად ძალიან გემრიელ კრემს გთავაზობთ ნაღებით და ქრიმ-ჩიზით.
ათქვიფეთ მიქსერით კრემ-ყველი და შაქარი, დაამატეთ ნაღები და ლიმონის წვენი. თქვიფეთ სანამ გასქელდება და კრემი ფორმას დაიჭერს.

ამოავსეთ კრემით გამომცხვარი მილები, მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receftebi, receptebi, retseptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, kulinari, კულინარია მზარეული რეცეპტები ნანახია: 1243 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]