Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჟოლოს ნამცხვარი თეთრი შოკოლადით / jolos namckhvari tetri shokoladit
2014-04-21, 7:21 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი
100გრ ფქვილი
100გრ დაფქული ნუში
100გრ კარაქი
50გრ შაქარი
1 კვერცხი
1 ვანილის შეკვრა

შიგთავსი
200გრ თეთრი შოკოლადი
300გრ ნაღები(10-20%)
4 კვერცხის გული
250გრ ჟოლო
საცხობი ფორმა 23სმ
გაახურეთ ღუმელი 200გრადუსზე, შემდეგ 160-ზე.

მომზადების წესი:

ცომის მოსამზადებლად კომბაინში ჩადევით: ცივი კარაქი, ფქვილი, ნუში და შაქარი.



აქციეთ ნამცეცებად, დაუმატეთ კვერცხი.



მოზილეთ ცომი(ნამცეცები გუნდათ უნდა იქცენ).



გააპრტყელეთ ცომი და მოათავსეთ ფორმაში, შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთი.



სანამ ცხვება ნამცხვრის ძირი გააკეთეთ შიგთავსი. დაამტვრიეთ შოკოლადი.



დაასხით მდუღარე ნაღები - მოურიეთ შოკოლადის სრულ გალღვობამდე.



თბილ მასას დაუმატეთ კვერცხის გულები.



ცხელ ნამცხვრის ძირზე დაალაგეთ ჟოლო(გადადეთ რამოდენიმე ჟოლო გასაფორმებლად).



დაასხით შოკოლადის მასა.



გამოაცხვეთ 35 წუთი 160 გრადუსზე.



გააგრილეთ ნამცხვარი და გააფორმეთ ჟოლოთი.



გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinari, კულინარია მზარეული რეცეპტები, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, retseptebi, receftebi, receptebi, kulinaria, mzareuli, gurmani ნანახია: 4000 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 2
2 nino metreveli  
0 Spam
va, ra kargia, yoveli nabiji rom dasuratebulia, netavi yvela recepti ase idos, zogs saertod rom ar aqvs surati, ise kargi saitia, bevri kargi receptebi movnaxe.
gmadlobt smile

1 liana  
0 Spam
momwons

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]