Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფუნთუშები ქლიავის ჯემით / funtushebi qliavis jemit
2014-04-21, 5:36 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ ფქვილი
1 ჩ.კ. მარილი
150 გ შაქარი
500 მლ თბილი რძე
2 პატარა შეკვრა მშრალი საფუარი (2 ს.კ.)
150 გ კარაქი
4 კვერცხის გული
300 გ ქლიავის ჯემი
1 კვერცხი.

მომზადების წესი:
1 ჭიქა ფქვილში ავურიოთ მარილი, საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და დავასხათ თბილი რძე. დავამატოთ ფქვილი, სანამ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასას არ მივიღებთ და დავდგათ, რომ აფუვდეს. ამასობაში შაქართან ერთად გავთქვიფოთ კარგად დარბილებული ან გამდნარი კარაქი, დავუმატოთ კვერცხის გულები და აფუებულ მასას შევურიოთ. შემდეგ შევაზილოთ ფქვილი, გადავაფაროთ ტილო და ცომი დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. აფუებული ცომისგან მოვამზადოთ თანაბარი ზომის ბურთულები, შიგ მოვათავსოთ ქლიავის ჯემი, კარგად შევკრათ და ცხიმწასმულ ფორმაში ერთმანეთთან ახლოს დავაწყოთ, ზემოდან გათქვეფილი კვერცხი წავუსვათ. 20 წუთის შემდეგ ფუნთუშები შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დაახლოებით 30 წუთი ვაცხოთ. მზა ფუნთუშებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!!!

მასალის წყარო: VinoGe.Com


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receftebi, receptebi, retseptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinari ნანახია: 1580 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]