Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქორჭილა კიტრითა და კარტოფილით / qorchila kitrita da kartofilit
2014-04-21, 4:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 პატარა თავი ხახვი
400 გ მოხარშული პატარა ზომის კარტოფილი
300 გ ქორჭილას ფილე
1 კონა კამა
1 პატარა კიტრი
4 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. კარაქი
1 ს.კ. ფქვილი
150 მლ რძე
200 მლ სქელი ნაღები
1 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი
1 ს.კ. ერბო
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხახვი გავფცქვნათ. ერთი თავი წვრილად დავჭრათ. მეორე თავი შუაზე გავჭრათ და ალყა-ალყა დავჭრათ. კარტოფილი 0,5 სმ სისქის რგოლებად დავჭრათ. თევზი 4 სმ. ზომის ნაჭრებად დავჭრათ. კამა დავკეპოთ. კიტრი სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და წვრილად დავჭრათ, შევურიოთ ნახევარი კამა და 1 ს.კ. ლიმონის წვენი. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 2 წუთი ვშუშოთ. დავაყაროთ ფქვილი და რამდენჯერმე ამოვურიოთ. დავასხათ რძე და ნაღები, წამოდუღებისთანავე ცეცხლს ჩავუწიოთ და საშუალო ტემპერატურაზე 10 წუთი ვხარშოთ, თან ვურიოთ. სოუსს შევურიოთ მდოგვი, პილპილი, მარილი, ლიმონის წვენი, დარჩენილი კამა და ცხლად შევინახოთ.

ტაფაზე გავაცხელოთ ერბო, დავამატოთ კარტოფილი და შევბრაწოთ. მსუბუქად მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარტოფილს დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და 3 წუთი ვშუშოთ. ტაფიდან ბოსტნეული ამოვიღოთ. ამავე ცხიმში შევწვათ მარილმოყრილი თევზის ნაჭრები, შემდეგ დავუმატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

გემრიელად მიირთვით!!!

მასალის წყარო: VinoGe.Com


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gurmani, mzareuli, kulinaria, receptebi, receftebi, retseptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinari ნანახია: 1312 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]