მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ნივრიანი ხვეულა პური / nivriani khveula puri
2018-04-11, 7:09 PM |
ეს არის უგემრიელესი ნივრიანი პური, რომელიც ძალიან გემრიელი იქნება ცხელ თუ ცივ სუპებთან, უბრალოდ კარაქთან თუ ლუდთან ერთად.
250 მლ. თბილ წყალში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ერთი ჩაის კოვზი საფუარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. გავაჩეროთ 15 წუთი. 370 გრამ ფქვილს შევურიოთ 1 ჩაის კოვზი მარილი, დავასხათ საფუარიანი მასა, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოვზილოთ 10 წუთი და გავაჩეროთ ტილო გადაფარებული ერთი საათით.
4 კბილი ნიორი, ერთი ჩაის კოვზი ტიმიანი და 2 სუფრის კოვზი ოხრახუში დავჭრათ წვრილად. დავასხათ 50 მლ. ზეითუნის ზეთი, დავახეხოთ 90-100 გრ. ყველი.
მე გაუდა მქონდა, ისე, მგონი პარმეზანი უფრო მოუხდებოდა.
ცომს გრძლად ვახვევთ და ვჭრით ნაჭრებად, დაახლოებით 12-15 ნაჭერი რომ გამოვიდეს.
ნაჭრები ამოვავლოთ ამ ნივრიან, ყველიან მასაში და ჩავალაგოთ ცხიმიან ფორმაში ერთმანეთზე ირიბად.
გამოვაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ქურაში 180 გრადუსზე 35 წუთი.
მე 200 ზე ავწიე და ბოლო 15 წუთი დავუწიე.
გემრიელად მიირთვით :)
p.s. სილამაზისთვის შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამის მარცვლები, შეურიოთ ქინძი, ან ძირა. მოკლედ ფანტაზიას და გემოვნებას მიენდეთ :)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |