მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სანელებლებით გაჯერებული მეგრული ცხარე აჯიკა / saneleblebit gajerebuli megruli ckhare ajika
2017-08-21, 12:55 PM |
შემადგენლობა:
500 გრ. წითელი მწარე წიწაკა
500 გრ. წითელი ბულგარული წიწაკა
200 გრ. ოხრახუში
150 გრ. ნიახურის ფოთლები
150 გრ. რეჰანი
400 გრ. ნიორი
3 ს/კ უცხო სუნელი
3 ს/კ ქინძის სუნელი
3 ს/კ ყვითელი ყვავილი
2 ს/კ კამის სუნელი
50 გრ. მარილი, ან გემოვნებით
მომზადების წესი:
1. წიწაკა და მწვანილები კარგად გარეცხეთ და ბოლომდე გააშრეთ.
2. მწარე წიწაკა და ბულგარული შუაზე გაჭერით და მოაშორეთ თესლი. გამოიყენეთ ხელთათმანები.
3. გაარჩიეთ ნიორი.
4. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ წიწაკები, ნიორი, ოხრახუში, ნიახური და რეჰანი.
5. გადაიტანეთ დიდ თასში და დაუმატეთ სანელებლები და მარილი.
6. გატარებული ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ. აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები.
7. მიირთვით ხორცთან ან სხვა კერძთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |