Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოსტნეულის ცხელი სალათი / bostneulis ckheli salati
2018-01-06, 0:49 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბულგარული წიწაკა (სხვადასხვა ფერის) _ 3ც;
სტაფილი _ 2-3ც, მოზრდილი;
ბროკოლი _ 1 პატარა თავი;
მწვანე ხახვი _ 3-4 ღერი;
წითელი ხახვი _ 1 პატარა თავი;
ქინძი _ 1 პატარა კონა;
ნიორი _ 1 კბილი;
მწარე წიწაკა _ გემოვნებით;
თეთრი ღვინის ძმარი _ 1-2 ჩ/კ;
სოიოს სოუსი _ 1 ს/კ;
ზეთი 1-2 ს/კ;
მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
დაჭერით ბოსტნეული სასურველი ფორმის ნაჭრებად, უბრალოდ, უკეთესია, თუ მოზრდილი ნაჭრები იქნება. მე ბულგარულს, ხახვს, გრძივ ნაჭრებად ვჭრი, სტაფილოს რგოლებად.

ტაფაზე დაასხით ზეთი, კარგად გაახურეთ და პირველ რიგში შეწვით სტაფილო; მუდმივად ურიეთ ან შეანჯღრიეთ ხოლმე ტაფა; ოდნავ რომ მოიბრაწება ( არ უნდა დარბილდეს ძალიან), გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში. შემდეგ, იმავე პრინციპით შეწვით ბულგარული. ბულგარულიც, შეწვის შემდეგ, მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში.

ტაფაზე დაყარეთ ყვავილედებად დანაწილებული ბროკოლი, დაასხით ოდნავ წყალი, 1 ჩ/კ ძმარი და დაახურეთ თავზე 5 წუთით. ამ დროში ოდნავ უნდა შერბილდეს, ახადეთ თავი, ამოაშრეთ თუ დარჩება წყალი და დაამატეთ უკვე შემწვარი ბოსტნეული, წიწაკა და ნიორი. შეკმაზეთ მარილით და პილპილით. 2-3 წუთის შემდეგ დაამატეთ სოიოს სოუსი (მე ამჯერად არ მქონდა და ოდნავ ძმარი დავამატე კიდევ), მწვანე ხახვი, მწვანილები და ამოურიეთ, 1-2 წუთში დაამატეთ წითელი ხახვიც და გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან.

ძალიან გემრიელი გამოვიდა, ჩემმა “ჟიურიმაც” დადებითაც შემიფასა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: bulgaruli wiwaka, salati salata salatebi, niori, bulgaruli cicaka, qindzi, brokoli, stafilo, bostneuli, soios sousi, bulgaruli tsitsaka ნანახია: 1295 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]