Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი სოკოს პეროგი / ugemrielesi sokos perogi
2018-03-24, 1:19 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
800 გრ ფქვილი
30 გრ დროჟი
10 გრ გამაფხვიერებელი
2 ს/კ შაქარი
1 ჩ/კ მარილი
ზეთი
წყალი

შიგთავსი:
1 კგ სოკო
2 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
შავი წიწაკა გემოვნებით
მარილი გეოვნებით
1 კონა ქინძი (შეგიძლიათ ტარხუნა გამოიყენოთ)

მომზადების წესი:
ცომის მომზადება:
ჩავყაროთ ფქვილი ჯამში. ჭიქაში ჩავასხათ თბილი წყალი დავუმატოთ დროჟი, მარილი და შაქარი და მოვურიოთ კარგად. რომ გაიხსნება დროჟი დავასხათ ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი და მოვზილოთ, ნელ-ნელა შევაზილოთ ზეთიც. ცომი დავდოთ თბილ ადგილას და 2-3 საათი დავასვენოთ.

შიგთავსის მომზადება:
სოკო დავჭრათ სასურველ ფორმებად და მოვწვათ ზეთში. ცალკე მოვწვათ ხახვი და ნიორი. შევურიოთ ერთმანეთს,დდავამატოთ შავი წიწაკა, მარილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი
ღუმელი გავახუროთ. საცხობ ფორმაზე წავუსვათ ზეთი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად და ორივე გავაბრტყელოთ. ერთი ნაწილი დავაფინოთ ფორმაზე, გადავანაწილოთ ზედ შიგთავსი ზემოდან გადავაფაროთ მეორე გაბრტყელებული ნაწილი. გვერდებში კარგად დავაწებოთ ერთმანეთზე და დავჩხვლიტოთ რადენიმე ადგილას. შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ 180გრადუსზე 30წუთი. ოდნავ რომ დაიბრაწება წავუსვათ კვერცხის გული.

პ.ს რაც უფრო მეტ სოკოს უზამთ, მით უფრო გემრიელი გამოვა


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: niori, shaqari, khakhvi xaxvi, fqvili, Soko, sokos perogi, marili, gamafxvierebeli, drojhi, qindzi ნანახია: 1097 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]