Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

დამარინადებული ბროკოლის სალათი / damarinadebuli brokolis salati
2018-01-06, 10:06 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბროკოლი - 1 მომცრო თავი ( 300 გრამამდე);
სტაფილო - 1-2 მოზრდილი;
ბულგარული წითელი - 2 ც;
წითელი ხახვი - 1 თავი;
მწვანე ხახვი - 2-3 ღერო;
ოხრახუში - პატარა კონა;
ქინძი - პატარა კონა;
ნიორი;
წიწაკა ნედლი - გემოვნებით და სიცხარის სიყვარულის მიხედვით
სოიოს სოუსი - 2 ს/კ;
თეთრი ღვინის ძმარი - 1 ჩ/კ;
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ბროკოლი დაანაწილეთ ყვავილედებად, სტაფილო და ბულგარული დაჭერით გრძელ ნაჭრებად. ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი, დაუწიეთ ცეცხლს და ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო. 5 წუთში ამოიღეთ ქაფქირით (ოდნავ უნდა შერბილდეს), შემდეგ, ჩაყარეთ ბროკოლი და 2-3 წუთში (როდესაც ხასხასა ფერს მიიღებს და ოდნავ შერბილდება) ისიც ამოიღეთ. დაჭრილი ბულგარული ჩაყარეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პილპილი, სოიოს სოუსის ნაწილი და ოდნავ ასრისეთ ხელით. დაამატეთ ბროკოლი და სტაფილო, სანამ ცხელია ( წყალი არ შეაყოლოთ). დააჭერით მწვანილები, ნიორი, მწვანე და წითელი ხახვი, წიწაკა. შემდეგ, მოასხით დარჩენილი სოიოს სოუსი, ძმარი, დაამატეთ პილპილი და მარილი და კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ 15 წუთს და მზად არის. დამიჯერეთ, ძალიან გემრიელია. სახლში, ჟიურის წევრებმა დადებითად შემიფასეს.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: witeli xaxvi, marili, soios sousi, stafilo, brokoli, pilpili, niori, oxraxushi, salati salata salatebi, mwvane xaxvi ნანახია: 1136 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]