Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბულგარული წიწაკის კონსერვი ნივრით (ზამთრისთვის) - ნათელას რეცეპტით / bulgaruli tsitsakis konservi nivrit (zamtristvis) - natelas receptit
2018-04-18, 0:37 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ტკბილი წიწაკა 3 კგ
ნიორი 3 თავი
კამა 1 კონა
ზეთი 250 მლ
სახლის ძმარი 500 მლ
შაქარი 1 ს.კ
მარილი 3 ს.კ

მომზადების წესი:
ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, შევაშროთ, მოვაცილოთ თესლი და ყუნწები, დავჭრათ ზოლებად. თუ სხვადასხვა ფერის წიწაკას გამოვიყენებთ, მარინადი უფრო ლამაზი და ფერადი გამოვა.
ნიორი გავარჩიოთ და წვრილად დავკეპოთ დანით.
გარეცხილი კამა წვრილად დავჭრათ. კამის ნაცვლად შეგვიძლია ქინძი, ოხრახუში ან სხვა მწვანილი გამოვიყენოთ, გემოვნების მიხედვით.

დავმდუღროთ ქილები. ამრაოდენობას დაახლოებით 5 საშუალო ზომის ქილა დასჭირდება, 600-700 გრამიანი.

მოვამზადოთ მარინადი: ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, მარილი და შაქარი. წამოვადუღოთ და ნაწილ-ნაწილ ჩავყაროთ დაჭრილი წიწაკა. ვადუღოთ 3-4 წუთი.
თითოეული ნაწილი მაშინვე გადავიტანოთ ქილაში, თან ფენებად ჩავამატოთ ნიორი და კამა.
ბოლოს, დარჩენილი მარინადი გავანაწილოთ ქილებში და დავახუროთ თავსახური.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: marili, konservi, niori, kama, shaqari, tkbili cicaka, bulgaruli tsitsaka, zeti, bulgaruli wiwaka, tkbili wiwaka ნანახია: 1106 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]