Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტკბილი წიწაკის მხალი ნიგვზითა და ბროწეულით / tkbili tsitsakis mkhali nigvzita da brotseulit
2018-01-23, 1:19 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ტკბილი წიწაკა - 4 ცალი
ხახვი - 1 თავი
ქინძი - 1 კონა
ნიორი - 3 კბილი
უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
ხმელი ქინძი - 1 ჩ/კ
გატარებული ნიგოზი - 50 გ
ზეთი - ცოტაოდენი
ბროწეულის მარცვლები - 2-3 ს/კ
მარილი და წიწაკა
ძმარი

მომზადების წესი:
წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი, წავუსვათ ზეთი და დაახლოებით 15 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ წიწაკებს კანი დაებრაწება, შემდეგ კანი გავაცალოთ, სიგრძეზე წვრილ ზოლებად დავჭრათ და გავწუროთ, წვენი რომ გაუვიდეს.
წვრილად დავჭრათ ხახვი და მწვანილი, დავუმატოთ დაკეპილი ნიორი, სანელებლები, ნიგოზი, ძმარი და კარგად ავზილოთ. ნიგვზის მასა შევურიოთ წიწაკას და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mxali, broweuli, fxali, brotseuli, nigozi, fkhali, broceuli, mkhali, bulgaruli wiwaka, tkbili wiwaka ნანახია: 1198 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]