Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სალათა ბროწეულის სამაჯური / salata brotseulis samajuri
2017-12-16, 1:41 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათმის ფილე - 400 გ
ჭარხალი - 1 ცალი
კარტოფილი - 3 ცალი
კვერცხი - 3 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ნიგოზი - 100 გ
ზეთი
მარილი
პილპილი
მაიონეზი - გემოვნებით
ბროწეული - 1 დიდი

მომზადების წესი:
მოვხარშოთ ქათმის ფილე და ხელით დავძენძოთ. მოვხარშოთ კარტოფილი,ჭარხალი, სტაფილო, კვერცხი და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. დავფქვათ ნიგოზი დაა გავარჩიოთ ბროწეული.
გაშლილ თეფშზე შუაში დავდოთ ჭიქა და გარშემო დავიწყოთ სალათის აწყობა. პირველი ფენა დავდოთ კარტოფილი,
მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გადავუსვათ თხელ ფენად მაიონეზი, დავდოთ ცოტა მოშუშული ხახვი და მოვაყაროთ ნიგოზი. მეორე ფენა სტაფილო, ისევ მარილი, პილპლი, მაოინეზი, ხახვი, ნიგოზი და ასე ვიმეორებთ სანამ ყველა ინგრედიენტს არ გამოვიყენებთ ბროწეულის გარდა. ბოლოს ბროწეულით დავფაროთ მთლიანად სალათა.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ბროწეული, სალათა, broweuli, qatmis file, სალათები, salatebi, broceuli, brotseuli, salata, salati ნანახია: 968 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]