Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნიგვზიანი ლობიო - უგემრიელესი რეცეპტი / nigvziani lobio - ugemrielesi recepti
2017-09-14, 5:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრ. ლობიო
300 გრ. ნიგოზი
3 ხახვი
20 გრ. ყვითელი ყვავილი
20 გრ. ხმელი ქინძი
20 გრ. ნიორი
30 გრ. ოხრახუში
30 გრ. ქინძი
1 ბროწეული
20 გრ. უცხო სუნელი
20 გრ. ხმელი ქონდარი
30 გრ. კახური ზეთი
20 გრ. ძმარი
100 გრ. ჯონჯოლი
300 გრ. სიმინდის ფქვილი

მომზადების წესი:
ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავალბოთ მთელი ღამით. გამოვუცვალოთ წყალი და ავადუღოთ. ნახარში გადავღვაროთ. ისევ ჩავასხათ ცივი წყალი და ავადუღოთ. დავაფაროთ თავსახური მომზადებამდე.
მზა ლობიო გადმოვიღოთ საწურზე. ცოტაოდენი წვენი შევინახოთ, რათა კერძს ბოლოს დავუმატოთ.
გარჩეული ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, მარილი, ქონდარი, დარიჩინი (დამატებითი ინგრედიენტი სურვილის და გემოვნების მიხედვით), ხმელი ქინძი, უცხო სუნელი 2-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში (შეიძლება ბლენდერშიც). ნაზავი შევურიოთ მოხარშულ ლობიოს და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი (დაკეპილი) თავიანი ხახვი, ძმარი (ან ბროწეულის წვენი), ქორფა მწვანილი და დავამატოთ ცოტა ლობიოს ნახარში. ფრთხილად ავურიოთ.
გამზადებული ლობიო ფრთხილად გადმოვიღოთ თიხის ქოთანში. გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით და ზემოთ ხსენებული ჯონჯოლით. შეგიძლიათ 300 გრამის ოდენობის სიმინდის ფქვილისგან გამოაცხოთ მჭადი და მიირთვათ ლობიოსთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიგოზი, ჯონჯოლი, ბროწეული, brotseuli broweuli, lobio, nigozi, jonjoli, სიმინდის ფქვილი, ლობიო, simindis fqvili ნანახია: 1798 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]