მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბადრიჯნის საცივი ღომის ჩხირებით / badrijnis sacivi ghomis chkhirebit
2017-09-20, 4:08 PM |
შემადგენლობა:
2 კგ. ბადრიჯანი
200 გრ. ხახვი
600 გრ. ნიგოზი
3 კბილი ნიორი
2-3 მიხაკის მარცვალი
1 მწიკვი დარიჩინი
2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
მომზადების წესი:
ბადრიჯანი შეწვით გრილზე ან გამოაცხვეთ ღუმელში.
მოთუშეთ ხახვი და ნიორი. დაუმატეთ კანგაცლილი ბადრიჯანი.
პარალელურად, მოხარშეთ ბოსტნეულის ბულიონი. შეგიძლიათ ადუღებული წყალიც გამოიყენოთ. მოათავსეთ ჯამში 1 ს.კ. უცხო სუნელი, 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი, 1 ს.კ. ხმელი ქინძი, 2 მიხაკის მარცვლი, მარილი და წითელი წიწაკა - გემოვნებით. დაუმატეთ სუნელებს გატარებული ნიგოზი, გააზავეთ ბულიონით/წყლით და აადუღეთ.
დავუმატოთ გაცივებულ ბაჟეს მოთუშული ბადრიჯანი და ხახვი.
მიირთვით ცივად. შეგიძლიათ დამატებით მოამზადოთ ღომი, მოათავსოთ 1.5 სმ.-ის სიმაღლის ყალიბში, გააცივოთ, დაჭრათ თხელ ზოლებად და შებრაწოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |