Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

აშვჩაპანი და არიცვმგელი / ashvchapani da aricvmgeli
2017-09-17, 9:20 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრ. სულგუნი, ახალი, უმარილო
6 ჩაის კოვზი ფქვილი
2 ჭიქა სიმინდის ფქვილი
1 ჭიქა ნიგოზი
350 მლ. რძე
150 გრ. ზეთი
15 გრ. წითელი წიწაკა

მომზადების წესი:
გახეხეთ ყველი და მოათავსეთ ჯამში. იქვე გქონდეთ მეორე ჯამი. მჭადის ფქვილს გატარებული ნიგოზი შეურიეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და მოზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ცომი არ უნდა იყოს ძალიან სქელი. პირადად მე, უპირატესობას ოდნავ თხელ ცომს ვანიჭებ - გამომცხვარი მჭადი არ იქნება მშრალი. სასურველია, თუკი ჯერ მჭადებს დააცხობთ, შემდეგ კი გადაზელთ ყველს. მოზელილი ცომისგან გავაკეთოთ პატარა ოვალური ზომის ბურთულები, გახურებულ ცხიმიან ტაფაზე დავაკრათ და ხელით ოდნავ გავაბრტყელოთ. მოვბრაწოთ საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან.
მივხედოთ ყველს, მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ყველი ნელ-ნელა დნობას დაიწყებს, განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ სრულიად არ დადნება და ერთგვაროვანი არ გახდება.
მოვაყაროთ მცირეოდენი ფქვილი, რაც უფრო ელასტიურს გახდის ყველს და კარგად შეკრავს. ცხელ ყველს კოვზების საშუალებით შეგვიძლია მივცეთ მომრგვალებული ფორმები.
მოვაყაროთ მწიკვი წითელი დაფქული წიწაკა (ძალიან უხდება ) და გადმოვიღოთ თეფშზე, სუფრასთან მივიტანოთ თბილ მდგომარეობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: wiwaka, nigozi, სულგუნი, kveli yveli, sulguni, tsitsaka, ყველი, mchadi, მჭადი, simindis fqvili ნანახია: 1563 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]