Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პრასის ღვეზელი სულგუნითა და ტარხუნით / prasis ghvezeli sulgunita da tarkhunit
2017-09-28, 8:54 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ფენოვანი ცომი
1 კონა პრასი
1 კონა მწვანე ხახვი
1 კონა ტარხუნა
1/2 კონა ქინძი
1/2 კონა ოხრახუში
200 გრ. სულგუნი
1 წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
150 მლ. ზეთი
2 კვერცხი
1 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი:
ბოსტნეული და მწვანილები კარგად გარეცხეთ. მწვანილები დაჭერით წვრილად; ბულგარულები პატარა ზომის კუბიკებად; სულგუნი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ ფარში, დაუმატეთ ბულგარულები, 2 წუთის შემდეგ პრასი. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ. როდესაც გაგრილდება დაუმატეთ გახეხილი სულგუნი და წვრილად დაჭრილი მწვანილები. მოაყარეთ მარილი. კარგად აურიეთ ეს ყველაფერი, ღვეზელის გულსართიც მზადაა.
ფქვილიან ზედაპირზე კარგად გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი. შიგთავსი დადეთ შუაგულზე და გადაკეცეთ ყველა მხრიდან, კარგად შეკარით ცომის კიდეები რომ გამოცხობისას შიგთავსი არ გადმოვიდეს. საცხობ ლანგარზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი. ღვეზელის ნაკეცებიანი მხარე უნდა იყოს ქვედა მხრიდან. კვერცხი ათქვიფეთ და კარგად წაუსვით ცომს. ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 25წთ.-ის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ტარხუნა, tarkhuna, bulgaruli, სულგუნი, prasi, tarxuna, prasa, sulguni, ღვეზელი, ბულგარული ნანახია: 1078 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]