Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლობიო პომიდვრით - უგემრიელესი რეცეპტი / lobio pomidvrit - ugemrielesi recepti
2017-09-14, 12:34 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
80 გრ. ხახვი
80 გრ. მწვანე წიწაკა
150 გრ. წითელი ბულგარული
15 გრ. ნიორი
400 გრ. კანგაცლილი პომიდვრის კონსერვი
10 გრ. ტომატ-პასტა
200 გრ. ახალი თეთრი ლობიო
200 გრ. ახალი წითელი ლობიო
60 გრ. ქინძი
60 გრ. ოხრახუში
10 გრ. წითელი წიწაკა
20 გრ. შაქარი
10 გრ. კუმინი
280 გრ. ხორბლის ფქვილი
110 გრ. მცენარეული ცხიმი (მარგარინი)
15 გრ. სოდა
50 გრ. სიმინდის სახამებელი
150 გრ. რძე

მომზადების წესი:
ლობიოს თავის მოცულობაზე 3-ჯერ მეტი წყალი დავასხათ, წამოვადუღოთ 2-3 წუთით, გავაგრილოთ 1-4 საათი, შემდეგ წყალი გადავღვაროთ და ლობიო ცივ წყალში გავავლოთ 10 წუთით. ეს პროცესი აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ორგანიზმისთვის საკმაოდ სტრესულ თავგადასავალს მივიღებთ. შემდეგ დავადგათ გაზზე, წყლით დავფაროთ და ვადუღოთ 50-60 წუთი. ლობიო რომ არ დასკდეს და გარსი არ მოსძვრეს, დუღილი სუსტი უნდა იყოს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლობიო ხარშვასთან ერთად ფართოვდება, ამიტომ შიგადაშიგ დაამატეთ წყალი.
სანამ ლობიო იხარშება, 3-4 მმ ზომის კუბებად დავჭრათ წითელი ბულგარული და ხახვი, დავსრისოთ ნიორი, თუ მთლიანი პომიდორი გვაქვს, კანი გავაცალოთ და დავჭრათ. პარალელურად, ტორტილასთვის - ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ სოდა, სიმინდის სახამებელი, რძე და თხევად მდგომარეობაში მცენარეული ცხიმი. კარგად მოვზილოთ, გავაბრტყელოთ 3-4მმ სისქეზე, გადავაკრათ გრინი და დავასვენოთ. ტორტილები შეგიძლიათ გახუხული ლავაშით ჩაანაცვლოთ.
ლობიო რომ მოიხარშება, გადავწუროთ. საშუალო გაზზე ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და ბულგარული, მოვთუშოთ 4 წუთი, შედეგ დავუმატოთ პომიდორი, ტომატპასტა და ნიორი, მოვთუშოთ კიდევ 4 წუთი. პარალელურად გაკეთებული ტორტილების ცომი შევდოთ ღუმელში 5 წუთით 230 გრადუს ცელსიუსზე. დავუბრუნდით ლობიოს, მაინც მთავარი კერძია და არ უნდა გავერთოთ და დავივიწყოთ. ქვაბში პომიდვრიან მასას დავუმატოთ ლობიო, შემდეგ კუმინი (კუმინი უკეთესია, მაგრამ ძირას ბიძაშვილია, ამიტომ სულ არაფერს სჯობს), ცოტა შაქარი, ჩააჭერით იმდენი ცხარე წიწაკა, რომ ქვაბმა ტირილი დაწყოს, ჩაყარეთ მშრალი ქინძი და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ 50 მლ წყალი და მოთუშეთ 20 წუთი, სანამ არ მივიღებთ სქელ მასას.
რადგან მასა სქელი იქნება, შეიძლება სერვირება თეფშზეც, აუცილებელია თან დაურთოთ ტორტილა, ან ლავაში. წვრილად დავჭრათ ოხრახუში და დავაყაროთ ლობიოს, ასევე გემოვნებით დაღერღილი წიწაკაც მოვაყაროთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: lobio, პომიდორი, bulgaruli, pomidori, lobio pomidvrit, კუმინი, ბულგარული, ლობიო, kumini, ლობიო პომიდვრით ნანახია: 1716 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]