მომზადება: სოკოს ფეხები და ხახვი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ დარბილებულ კარაქში და შევაზავოთ მარილით და პილპილით. შეგვიძლია ეს ყველაფერი სამზარეულო კომბაინში დავაქუცმაცოთ, ჩავტენოთ სოკოს ქუდებში და გავახვიოთ ბეკონის ფირფიტებში. ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ და 12 კვადრატად გამოვჭრათ. 6 კვადრატზე დავალაგოთ სოკოები.თითოს თითო ნაჭერი ყველი დავადოთ და ზემოდან დარჩენილი ცომის ნაჭრები გადავაფაროთ.ნაპირები კარგად შევაწებოთ და ჩანგლის კბილებით დავაწვეთ. ზემოდან გადავუსვათ კვერცხი. შევდგათ 180-200 გარდუსზე და გამოვაცხოთ დაახლოებით 30 წუთი(ან რამდენიც დაჭირდება სანამ სასიამოვნოდ არ დაიბრაწება)