Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ზამთრის სალათა ფერად კაბაში
2013-01-15, 2:38 AM
www.auf.ge -


2 წითელი ფორთოხალი
1 ვარდისფერი გრეიპფრუტი
მარილი
ნახევარი თავი წითელი ხახვი
3 სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი ძმარი
ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი
ლიმნის წვენი გემოვნებით;
1/4 ჩაის კოვზი დაჭრილი ტარხუნა;

მომზადების წესი:
1. გაფცქვენით ციტრუსი, გამოადინეთ რაც შეიძლება მეტი წვენი და დაჭერით. მოაფრქვიეთ მარილი და გაალამაზეთ დაჭრილი ხახვით;
2. კარგად შეურიეთ ერთმანეთს ზეთი, ძმარი, თაფლი, ლიმნის წვენი და ტარხუნა. გასინჯეთ. დაუმატეთ სანელებლები გემოვნებით და მოაპკურეთ სალათას.

მომზადების ხანგრძლივობა: 15 წუთი;
რაოდენობა: 4 ულუფა.

დამატებითი ინფორმაცია: გემრიელ ციტრუსს შესწევს ძალა, გათქმევინოს: "რა კარგია, რომ ზამთარია!” ამ დროს შეგიძლია, მაღაზიაში წახვიდე და ხილთა სამეფოდან ყველაზე ლამაზი ფერები ამოირჩიოთ. თუ იღბლიანი ხარ და სისხლისფერ ფორთოხალს წააწყდი, გამოიყენე. ისე კი, ამ სალათის მომზადება ძალიან ადვილია. დაგჭირდებათ მხოლოდ გრეიფურტი, ფორთოხალი და მანდარინი (ყველა ის ციტრუსი, რომელიც ძალიან მჟავეზე ოდნავ ტკბილია). ხილს კანს გააცლით. საამისოდ ყველაზე მარტივი გზა მთელ სიგრძეზე ქერქის გაჭრა და კანის ქურქივით გახდაა. შემდეგ ციტრუსს ნაჭრებად დაყოფ და წვენს გამოადენთ. საბოლოოდ კი, მიიღებ სალათას, რომლის გემოც ტკბილ-მჟავის ისეთივე კონტრასტია, როგორიც მისი ფერები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tarkhuna, სალათები, ხილი, რეცეპტები, fortoxali, ზამთრის სალათა ფერად კაბაში, tarxuna, გემრიელი, fortokhali, ფორთოხალი ნანახია: 2003 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]